კონსტანტინე (მინდია) ესაძე

მთავარი icon ხელოვანი  icon კონსტანტინე (მინდია) ესაძე

კონსტანტინე (მინდია) ესაძე

09/08/1972

დაიბადა 1972 წლის 9 აგვისტოს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1995 წელს მიუნხენის კინოსკოლა კინო-ვიდეო ოპერატორის სპეციალობით. 1998 წელს თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინო-ვიდეო ოპერატორის ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის სახელოსნო). 2001 წელს ამავე ინსტიტუტის უმაღლესი კინოსარეჟისორო კურსები (რეზო ესაძის სახელოსნო).
პროფესიული გამოცდილება: 1996 წლიდან არის კინოსტუდია "+1" (პლიუს ერთი)– რეჟისორი და ოპერატორი. 2000–2001 წლებში იმუშავა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში რეჟისორად და ოპერატორად. 2002 წლიდან მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია "იმედში" ოპერატორად. 2002 წელს მისმა ფილმმა "სტალინის მამიდა პორტუგალიაში" კიევის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა, 2003 წელს ფილმისთვის "სიჩუმის ზღვარზე" ბრნოს საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი გადაეცა.

ფილმოგრაფია