ახალგაზრდა კაცი, ტიტე გოგია, საავტომობილო ავარიის გამო ციხეში ხვდება. მისი ორი მსხვერპლი ჰოსპიტალიზებულია, ამათგან ერთი კომაშია. ტიტეს ბედი მათ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ტიტეს ადვოკატებს ერთიმეორეს მიყოლებით ცვლიან, მას კი პატიმრებისთვის განკუთვნილ ფსიქიატრიულ კლინიკაში ათავსებენ, სადაც ფსიქოლოგიური და ფიზიკური იძულების რეჟიმში აქცევენ. სადამდე შეიძლება მივიდეს სისასტიკე და სადიზმი? რამდენ უსამართლობასა და დაცინვას შეიძლება გაუძლოს ადამიანმა?