გურულებს, სხვა ბევრ მაკვარანცხობასთან ერთად, კრიმანჭულის ,,ქურდობაც" სცოდნიათ. კრიმანჭულის განსხვავებული გადასავლის ,,მოსაპარად" გრძელი გზის გავლასაც არ ერიდებოდნენ და ხშირად სახლთან ახლოს მისასვლელად და კარგად მისაყურადებლად გვირაბებსაც კი თხრიდნენ.
ფილმში ნაჩვენებია დიდი მუსიკალური ტრადიციის მქონე გვარების დაპირისპირება და მერე მათი ისევ სიმღერის და სიყვარულის გზით შერიგების მოკლე ისტორია.