უფუნქციოდ დარჩენილი ახალგაზრდები თავზესაყრელი დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ყოვლად აბსურდულ თემებზე საუბარში ატარებენ. მათ თითქოს რეალობის შეგრძნება დაუკარგავთ. ხშირად საუბარი კამათში გადაიზრდება ხოლმე და ერთმანეთისადმი კეთილად განწყობილ ახალგაზრდებს შორის აგრესიაც იჩენს თავს.