ოცი წლის გიოს დედა რამდენიმე წლის გარდაცვლილი ჰყავს. ცხოვრობს ორმოცდაათ წელს გადაცილებულ მამასთან ერთად. სამართალდამცავები გიოს დანაშაულს აბრალებენ, რომელიც მას არ ჩაუდენია. მის უდანაშაულობაში მამასაც შეაქვს ეჭვი, რაც გიოში უდიდეს პროტესტს იწვევს. პოლიცია გიოს მაგივრად იჭერს თემოს (გიოს მამა). თემოს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მამა-შვილს შორის გათამაშდება ერთობის და სიყვარულის ფაქიზი სცენა, რომელიც ბევრად უფრო მეტყველი იქნება, ვიდრე სიყვარულის ხმამაღალი ახსნა.