ქვაზე კვეთის ხელოვნება უძველესი ქართული კულტურის ღირსეულ ნაწილს შეადგენს. საქართველოს მთიულეთის სოფელ არახვეთის მკვიდრი, ქვაზე კვეთის ოსტატი - ავთანდილ ბურდული ამ ხელოვნების უკანასკნელი მიმდევარია. მთიულეთის სოფლებში არსებული საფლავის ქვების უმეტესი ნაწილი სწორედ მისი წინაპრების და მის მიერ არის მოხატულ-ამოკვეთილი. ამ ფილმში ავთანდილ ბურდული საუბრობს ქვაზე კვეთის ხელოვნებაზე და იმ ხალხზე, რომლებმაც ეს ხელოვნება დღემდე მოიტანეს.