დავით რონდელი

11/04/1904  - 12/03/1976

დაიბადა 1904 წლის 11 აპრილს ქუთაისში. მისი ნამდვილი გვარია ცაგარეიშვილი.1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. 1927–1928 წლებში იყო ჟურნალ "პროლეტარული მწერლობის" რედაქტორი, ხოლო 1928 წლიდან მუშაობდა კინოში "სახკინმრეწვის" სალიტერატურო ნაწილის გამგედ, შემდეგ 1929 წლიდან რეჟისორის ასისტენტად, ხოლო 1930 წლიდან რეჟისორად. დავით რონდელს ეკუთვნის პირველი ფერადი ფილმი ქართულ კინოში – "მწვერვალთა დამპყრიბნი" (1952). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945). საქართველოს სახალხო არტისტი (1961). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950).

ფილმოგრაფია