მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტთა მიერ ოკუპირებულ სიმფეროპოლში პარტიზანები ანტიფაშისტურ პროკლამაციებს ავრცელებენ. საწვავის საწყობებს და მტრის ტრანსპორტს აფეთქებენ... ზოია რუხაძე და გამოცდილი მზვერავი გოლიცინი გერმანელ სამხედრო სპეციალისტს, ბრუნენშტაინს ტყეში შეიტყუებენ და თვითმფრინავით საბჭოთა ზონაში გადაიყვანენ. ქალაქში ყველას აპატიმრებენ, ვისაც ზოია ჰქვია. პარტიზანული ცენტრის მოთხოვნით ზოიამ ქალაქი უნდა დატოვოს, მაგრამ ის ვერ ურიგდება აზრს, რომ მისი გულისთვის უდანაშაულო გოგონებს აწამებენ. ზოია ნებაყოფლობით ჩაბარდება ფაშისტებს.