უმაღლეს სასწავლებელში გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ სოფლელი გოგონა ზესნახე და მასზე შეყვარებული ბუძგურია სამუშაოდ ენგურჰესის მშენებლობაზე გაემგზავრებიან. ზესნახე ოპერატორის ხელობას სწრაფად შეითვისებს, მეგობრებს შეიძენს, თაყვანისმცემელიც ბევრი გამოუჩნდება. ბუძგურიას კი უპასუხისმგებლობისთვის სამსახურიდან დაითხოვენ. შეყვარებულები იჩხუბებენ. შეწუხებული ბუძგურია მეესკავატორეს სთხოვს, ხელობა ასწავლოს. იგი სამსახურში თავს აღიდგენს და შეყვარებულსაც შეურიგდება.