სოფლის ექიმბაში ჯოტო საავადმოფოს აშენების წინააღმდეგია, თუმცა, სხვათა თვალის ასახვევად, სამშენებლო ფონდში თანხა მასაც შეაქვს. ჯოტო უიმედო სნეულებს საავადმყოფოში აგზავნის, ცდილობს ახალგაზრდა, გამოუცდელ ექიმს სახელი გაუტეხოს. საავადმყოფოს – დახურვა, ექიმს გაძევება ემუქრება. მოულოდნელად, ჯოტოს შვილი დოღში ცხენიდან გადმოვარდება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდება. ჯოტო ოპერაციის გაკეთებას ვერ გაბედავს, მისი ცოლი შვილის ბედს ექიმებს მიანდობს.