დაიბადა 1908 წლის 22 თებერვალს, ქ. თბილისში. 1929–1934 წლებში სწავლობდა მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე(სერგეი ეიზენშტეინის სახელოსნო). 20–იან წლებში მუშაობდა პლეხანოვის სახელობის თეატრში. 1934 წელს მუშაობა დაიწყო ქართულ კინოქრონიკაში. დამოუკიდებლად გადაიღო შემეცნებითი ფილმები: ”საქართველოს ხილი", ”მწვანე ოქრო".