დაიბადა 1949 წლის 28 დეკემბერს. 1971 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტი (პედაგოგი _ მ. თუმანიშვილი). 1968-1981 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობად, 1981-1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობად, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1981). ნუცა ჩხეიძის სახელობის პრემიის ლაურეატი (2010). 2000 წელს კიშინოვის ფესტივალზე მიიღო პრიზი ოქროს "იონი".

ფილმოგრაფია