თბილისი, 90-იანი წლების დასაწყისი: ეკას და ნათიას, თოთხმეტი წლის მეგობრების ცხოვრება ქუჩაში, სკოლაში, ეკას უფროს დასთან და მეგობრებთან ერთად ვითარდება. საზოგადოებაში, სადაც მამაკაცი დომინირებს, გოგონები ისეთი საკითხების წინაშე დგებიან, როგორიცაა ადრეული ქორწინება და შურისძიება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ქვეყანაში ომია, დედაქალაქში კი ძალადობა და განუკითხაობა სუფევს, ეკა და ნათია, ორი განუყრელი მეგობარი ეს ესაა ცხოვრებას იწყებენ.