ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი

მთავარი icon ფილმები  icon ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი

ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2612 მეტრი, 97 წუთი

გამოშვების წელი: 1983

 

დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დავით კანდელაკი
მონტაჟი: ლეილა აშიანი
პროდიუსერი: მურმან ცინცაძე
მონაწილეობენ: რამაზ გიორგობიანი (სოსო) , ვასილ კახნიაშვილი (ვასო) , თეიმურაზ ჩირგაძე (დირექტორი) , ივანე საყვარელიძე (მარკშეიდერი) , სესილია თაყაიშვილი (ბუღალტერი) , გრიგოლ ნაცვლიშვილი (იროდიონი) , ვლადიმერ მეზვრიშვილი (გრიშა) , ოთარ გუნცაძე (მღებავი) , დარეჯან სუმბათაშვილი (ბელა) , ზეინაბ ბოცვაძე (ლალი) , ნინო თუთბერიძე (მდივანი) , მიხეილ ქიქოძე , გიორგი ჩხაიძე (შუქრი) , გურამ ლორთქიფანიძე (თენგიზი) , გურამ პეტრიაშვილი (ქმარი) , მედეა ჯაფარიძე , დოდო ჭიჭინაძე , ლია ელიავა (მსახიობი) , ლიკა ქავჟარაძე , ოთარ კობერიძე (მსახიობი) , ვასილ ჩხაიძე , შოთა ქოჩორაძე , გია ლაზიშვილი , ანზორ ღვინერია , ვაჟა ნოდია , დავით ხინთიბიძე , ოლღა (ლალა) თაბუკაშვილი , თეა (ნათელა) გაბუნია , მაია ლოლაძე , ომარ შოთაშვილი (ჩაჩანიძე) , ო. მელაძე , ვ. მელიქიშვილი , ოთარ (II) ლითანიშვილი

ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული... მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა – თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც – მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ... ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია...