დაიბადა 1934 წლის 13 თებერვალს. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1968 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1957-1968 წლებში იყო გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიის" კულტურის განყოფილების გამგე. 1968 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "ნიკოლოზ შენგელაია და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბება". 1970 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.