არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ

მთავარი icon ფილმები  icon არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ

არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ

ლირიული დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2033 მეტრი, 73 წუთი

გამოშვების წელი: 1975 , პრემიერა: 27.11.1975

 

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: ყარამან (გუგული) მგელაძე , ლევან ჭელიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: ნ. დეკანოზიშვილი
მონაწილეობენ: დოდო აბაშიძე (მიხო და მეპურე) , თენგიზ არჩვაძე (მწვრთნელი) , კოტე მახარაძე (კოტე) , ლია კაპანაძე (თამარი – მეუღლე) , ლია ელიავა (მხატვარი) , გურამ ლორთქიფანიძე (ავთო) , ლუდმილა პოლიაკოვა (გალინა) , ვახტანგ სულაქველიძე (ვასო) , თამაზ თოლორაია (ჟურნალისტი) , კუკური დევდარიანი (გეოლოგი) , გია ბადრიძე (მაიორი) , ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (კარიერის უფროსი) , ივანე საყვარელიძე (პროვიზორი) , სესილია თაყაიშვილი , ბუხუტი ზაქარიაძე , შოთა გაბელაია , ბორის ანდრონიკაშვილი , თამარ სხირტლაძე , ოთარ გეგეჭკორი , ნუგზარ ერქომაიშვილი , ქეთევან მგელაძე , ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი , ვლადიმერ სმირნოვი , ალექსანდრე ჟელტუხინი , მარიამ (მარიკა) ჭიჭინაძე , ნუგზარ ვაწაძე , თენგიზ მირზაშვილი , გიო მგელაძე , ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი

მარუხის უღელტეხილთან მთამსვლელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული სამხედრო ფოსტალიონის სამკუთხა ბარათებით სავსე ჩანთა იპოვეს. წერილები ოცდაათი წლის დაგვიანებით დაეგზავნა ადრესატებს, რომლებიც ამ ფილმის პერსონაჟებად იქცნენ. ფილმი რამდენიმე ნოველისგან შედგება და ომის წლების სევდიან ამბებს ასახავს.