მხიარული რომანი

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1943 მეტრი, 70 წუთი

გამოშვების წელი: 1972

 

დამდგმელი რეჟისორი: ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორი: ოთარ რაზმაძე , ანზორ სალუქვაძე , ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: გიორგი ცაბაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი
მონტაჟი: ლარისა დიღმელოვა , ეთერ თავაძე

დათოს ინკასატორ იპოლიტეს ქალიშვილი ეკა უყვარს. იპოლიტეს ყველგან თავდამსხმელები ელანდება, გაუგებრობის გამო დათოც ავაზაკი ჰგონია, სადაც დაინახავს, მის შეპყრობას და მილიციისთვის გადაცემას ცდილობს. იპოლიტეს წყალობით უსიამოვნებაში არაერთგზის მოხვედრილი დათო და ეკა იპოლიტეს დაუკითხავად დაქორწინდებიან. დათოს სიძედ ხილვა იპოლიტეს წყობიდან გამოიყვანს, მაგრამ მალე ყველაფერი გაირკვევა და ბედნიერი წყვილი საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრება.