არაჩვეულებრივი გამოფენა

მთავარი icon ფილმები  icon არაჩვეულებრივი გამოფენა

არაჩვეულებრივი გამოფენა

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2579 მეტრი, 95 წუთი

გამოშვების წელი: 1968

 

დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი გერსამია
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი ერისთავი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: მიხეილ კალატოზიშვილი
მონტაჟი: ნელი სარადოვა

პროვინციელი მოქანდაკე აგული ერისთავი მასწავლებლის ნაჩუქარი მარმარილოს ქვისგან არაჩვეულებრივი მონუმენტის შექმნაზე ოცნებობს. მაგრამ ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ მხოლოდ დაკვეთით მუშაობს – მიცვალებულთა ბიუსტებს აკეთებს, რადგან დიდი ოჯახი ჰყავს სარჩენი. ერთ დღეს სკოლის ამხანაგებთან შეხვედრიდან შინ მიმავალი შექეიფიანებული აგული ცოლთან ერთად სასაფლაოზე – თავის "პერსონალურ გამოფენაზე" – აღმოჩნდება და სევდანარევი იუმორით აღიარებს, რომ ნიჭი ტყუილუბრალოდ გაფლანგა. ოცნების მარმარილოს კი თავის მოწაფეს გადაულოცავს...