მალე გაზაფხული მოვა

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2108 მეტრი, 76 წუთი

გამოშვების წელი: 1967

 

დამდგმელი რეჟისორი: ოთარ აბესაძე
სცენარის ავტორი: ოტია იოსელიანი , თეიმურაზ მაღლაფერიძე , ოთარ აბესაძე
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი
მონტაჟი: მილდა რომანოვა
პროდიუსერი: შალვა ქურდიანი

ხანდაზმული გლეხი მინაგო ირემაძე და მისი მეუღლე ოჯახის დაცარიელებას მწვავედ განიცდიან. ორივე ვაჟი ქალაქში გადასახლდა - უფროსმა ქალაქელი ქალი შეირთო ცოლად, უმცროსი უმაღლესში სწავლობს. მინაგო გადაწყვეტს შვილები მშობლიურ კერას დაუბრუნოს, ქალაქში ჩააკითხავს და დაცარიელებული სოფლისა და მიტოვებული მშობლების სატკივარს ეტყვის. შვილებს ესმით, რომ მამის საყვედური სამართლიანია, მაგრამ ქალაქის დათმობა აღარ შეუძლიათ.