შეხვედრა წარსულთან

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2758 მეტრი, 100 წუთი

გამოშვების წელი: 1966 , პრემიერა: 1967

 

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი , მიხეილ მედნიკოვი
კომპოზიტორი: დავით თორაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

სოფელში ჩამოსულ ცნობილ ქირურგს, ნინოს, დაჭრილისთვის ოპერაციის გაკეთებას სთხოვენ. ნინო დაჭრილში ყოფილ ქმარს, აკიას ამოიცნობს და მძიმე წარსული თვალწინ დაუდგება: ბობოლა გლეხის, ალმასხანის შვილი აკია დაობლებულ ნინოს ნამუსს ახდის. ალმასხანი შვილს ნინოს ცოლად შერთვას აიძულებს, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების მოძულე აკია მალე თურქეთში გადაიხვეწება. ბოლშევიკებისგან შევიწროებას ვეღარც ალმასხანი გაუძლებს - სახლს ცეცხლს წაუკიდებს და გაქცევას დააპირებს, მაგრამ ცეცხლში თავადვე დაიღუპება. ხანძრის დროს იღუპება ნინოს პატარა შვილიც. ქალი სოფელს მიატოვებს, ახალი ცხოვრების დასაწყებად ქალაქში გაემგზავრება და ექიმი გახდება.