თეთრი ქარავანი

კინომოთხრობა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2688 მეტრი, 97 წუთი

გამოშვების წელი: 1963 , პრემიერა: 17.08.1964

 

დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია , თამაზ მელიავა
სცენარის ავტორი: მერაბ ელიოზიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლეონიდ კალაშნიკოვი , გიორგი კალატოზიშვილი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი , ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: ირაკლი გეჯაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ვლადიმერ პოლიკარპოვი
მონტაჟი: ნელი სარადოვა

გამოცდილი მწყემსი მარტია ახლოური სხვა მწყემსებთან ერთად ცხვარს ზამთრის საძოვრებისკენ მიერეკება. მძიმე და ერთფეროვანია მეცხვარეთა შრომა, მცირე შეცდომას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. მარტიას უფროსი შვილი გელა მწყემსურ ცხოვრებაზე გულს აიყრის, ახლობლების რჩევას ყურს არ დაუგდებს, ცხვარს მიატოვებს და იოლი ცხოვრების საძიებლად ქალაქს მიაშურებს. ქარიშხლისგან დაფანტული ცხვრის გადასარჩენად სტიქიასთან ბრძოლაში მარტია დაიღუპება. ქალაქიდან დაბრუნებული გელა მამის სიკვდილში თავის დანაშაულს ხედავს და მწარედ ნანობს მის მიტოვებას.