თოჯინები იცინიან

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2550 მეტრი, 92 წუთი

გამოშვების წელი: 1962 , პრემიერა: 1964

 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორი: გურამ პატარაია , არლი თაყაიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. შტეგელმანი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: სესილია თაყაიშვილი (ნუცა) , მარინე თბილელი (ალისა) , იპოლიტე ხვიჩია (მელიტონი) , მერაბ თავაძე (რეზიკო) , მეგი კეჟერაძე (ლალი) , ეროსი მანჯგალაძე (სევერიანი) , გიორგი გაბელაშვილი (ვარლამი) , ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მოხუცი) , ვახტანგ სულაქველიძე (მუსიკათმცოდნე) , დუდუხანა წეროძე (ნათესავი ქალი) , ჟუჟუნა დუგლაძე (ოლღა) , ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე (მეზობელი ქალი) , ჯულიეტა ვაშაყმაძე (დოდო) , ხ. ხუციშვილი (პატარა ლალი) , მიხეილ მგელაძე (პროფესორი) , ირინე მაღალაშვილი , ელენე ყიფშიძე (პიანისტი) , ქართლოს კასრაძე (ფოტოგრაფი) , გიორგი გეგეჭკორი , გურანდა გაბუნია , დათო დანელია

მელიტონ ბელთაძის ერთადერთ ვაჟს რეზიკოს ოპერის მომღერლობის არც ნიჭი აქვს, არც სურვილი, მაგრამ ბებიისა და დედის ხათრით კონსერვატორიაში აბარებს. რეზიკოს პირველივე გამოცდაზე ჩაჭრას მამა-შვილი შინაურებს ვერ უმხელს. მელიტონი გასაჭირს თავის მეგობარს, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორს შესჩივლებს და შვილის დროებით სამუშაოდ მიღებას თხოვს. ფაბრიკაში რეზიკოს ნამდვილი ნიჭი ვლინდება, მისი გაკეთებული შესანიშნავი თოჯინები სწრაფად იპყრობს ყურადღებას. ფაბრიკაში შემთხვევით მოხვედრილი ახალგაზრდა თავის მოწოდებასთან ერთად აქ პირველ სიყვარულსაც იპოვის.