უდიპლომო სასიძო

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2464 მეტრი, 89 წუთი

გამოშვების წელი: 1961 , პრემიერა: 25.08.1963

 

დამდგმელი რეჟისორი: ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) ებრალიძე , ოთარ რაზმაძე , ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი
დამდგმელი მხატვარი: ოთარ (I) ლითანიშვილი , ლერი კენჭოშვილი
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ა. კისიჩკინი
მონტაჟი: ვასილ დოლენკო

ბიჭიკოს დედა ძლიერ განიცდის, რომ მის უდარდელ შვილს მთელი სოფელი უქნარად თვლის. ბიჭიკოს სწავლა არ აინტერესებს და თავისი შეყვარებული ნანი ქვეყანას ურჩევნია. ნანის მამას, ვარდენს უდიპლომო სასიძოს სახელის გაგონებაც არ სურს, ქალიშვილისთვის შესაფერის საქმროდ აგრონომი ნიკოლოზი ეგულება. ბიჭიკო ნანის მოტაცებას გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ხელში მამამისი შერჩება. საქმე ბიჭიკოს სასარგებლოდ აეწყობა, რადგან გაუგებრობაში მოხვედრილი ვარდენის ერთადერთი მფარველი სწორედ ის აღმოჩნდება. ვარდენი მიხვდება, რომ ბიჭიკო გულისხმიერი ადამიანია და სასიძოდ აღარ დაიწუნებს.