დიადი განთიადი

ისტორიულ-რევოლუციური  

თბილისის კინოსტუდია  

ხანგრძლივობა: 11 ნაწილი, 2369 მეტრი, 86 წუთი

გამოშვების წელი: 1938 , პრემიერა: 06.11.1938

 

დამდგმელი რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
სცენარის ავტორი: გიორგი ცაგარელი , მიხეილ ჭიაურელი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
დამდგმელი მხატვარი: შალვა მამალაძე
კომპოზიტორი: ივანე გოკიელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი , ალექსანდრე შუგერმანი
მონაწილეობენ: კონსტანტინე მიუფკე (ვ.ი. ლენინი) , ბორის პოლტავცევი (ი.მ. სვერდლოვი) , სპარტაკ ბაღაშვილი (გიორგი ღუდუშაური) , თამარა მაკაროვა (სვეტლანა) , ანა სმირნოვა (სვეტლანას დედა) , ვასილ მატოვი (ერშოვი–ჯარისკაცი) , დ. ივანოვი (პანასიუკი–გლეხი) , გიორგი საღარაძე (წერეთელი–მინისტრი) , მიხეილ ჩიხლაძე (მიქელაძე–პოლკოვნიკი) , ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (სამხედრო ექიმი) , შალვა ღამბაშიძე (ქარუმიძე–დიპლომატი) , გიორგი შავგულიძე (პავლე ღუდუშაური) , ნუცა ჩხეიძე (ღუდუშაურის დედა) , ალექსანდრე კვალიაშვილი , შალვა ხუსკივაძე , გიორგი ჯავაშვილი , დიმიტრი ყიფიანი
ფესტივალები და პრიზები:
1941

მიენიჭა სახელმწიფო პრემია

1917 წელი. რევოლუციურად განწყობილ ჯარისკაცებს გერმანიის ფრონტზე ბრძოლა აღარ სურთ. ისინი დელეგატების - ღუდუშაურის, პანასიუკისა და ერშოვის ხელით გაზეთ "პრავდის" რადაქციას ფრონტზე შეკრებილ ფულს გაუგზავნიან. დელეგატები სტალინს შეხვდებიან. პეტროგრადში საპროტესტო მიტინგები ხშირდება. ლენინი ხალხს შეიარღებული აჯანყებისკენ მოუწოდებს. დროებითი მთავრობა ცეცხლს გაუხსნის მომიტინგეებს, რომელთა შორის ჯარისკაცთა დელეგატებიც არიან. ისინი ზამთრის სასახლის იერიშში მონაწილე რაზმებს წინ გაუძღვებიან.