ნარინჯის ველი

დრამა  

სს "სახკინმრეწვი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2537 მეტრი, 92 წუთი

გამოშვების წელი: 1937 , პრემიერა: 14.06.1937

 

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ შენგელაია
სცენარის ავტორი: ლეო ქიაჩელი , ნიკოლოზ შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
დამდგმელი მხატვარი: იოსებ გაბაშვილი , შალვა მამალაძე
კომპოზიტორი: იონა ტუსკია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
მონაწილეობენ: ლევან ხოტივარი (თედო–კოლმეურნეობის თავ–რე) , ნატო ვაჩნაძე (ნანი–თედოს საცოლე) , ვერიკო ანჯაფარიძე (სალომე –თედოს დედა) , ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (კოსტაია–კოლმეურნე) , რიურიკ ჩხეიძე (გიორგი–ბრიგადირი) , აკაკი ხორავა (მოხუცი კოლმეურნე) , ალექსანდრე წითლიძე (იასონი–პარტუჯრედის მდივანი) , უშანგი ჩხეიძე (იულონი–რაიკომის მდივანი) , ემანუილ აფხაიძე (ბარნაბა–კირილეს მეგობარი) , ილია მამფორია , ზაალ ტერიშვილი , ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე , ალეანდრა ხოფერია , გიორგი (გიგა) ბრეგვაძე
ფესტივალები და პრიზები:
1941

მიენიჭა სახელმწიფო პრემია

საკოლმეურნეო მოძრაობის მტერი კირილე რჩევებით თავ-გზას უბნევს კოლმეურნეობა "ნარინჯის ველის" თავმჯდომარეს, თედოს, რომელსაც მისი მხარდაჭერის სჯერა. კირილე ცდილობს ერთმანეთს წაკიდოს თედო და ჯარიდან დაბრუნებული გიორგი. ეჭვიანი თედო დაიჯერებს, რომ გიორგის მის საცოლეზე უჭირავს თვალი. კირილე ვერაგულად მოკლავს თავმჯდომარეს, რასაც შემთხვევით გლეხი კოსტაია შეესწრება. ზარმაცი კოსტაია, რომელმაც კოლმეურნეობის სიკეთე ირწმუნა, მისი სახლის ასაშენებლად მისულ კოლმეურნეებს მკვლელის ვინაობას გაუმხელს.