დაიბადა 1884 წლის 7 თებერვალს სოფ. ობუჯში (წალენჯიხის რ-ნი). ნამდვილი სახელი და გვარია ლეონ მიხეილის ძე შენგელაია. 1904–1905 წ.წ. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1912 წლიდან სწავლა განაგრძო ჟენევის (შვეიცარია) უნივერსიტეტში. 1916 წელს ბრუნდება საქართველოში. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941) რომანისათვის "გვადი ბიგვა".