ნახვამდის

კომედია  

სს "სახკინმრეწვი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1978 მეტრი, 71 წუთი

გამოშვების წელი: 1934 , პრემიერა: 09.01.1935

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი მაკაროვი
სცენარის ავტორი: სამუელ (ბაჭუა) კუპრაშვილი , გიორგი ცაგარელი
დამდგმელი ოპერატორი: აბრამ რუდოი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი
მონაწილეობენ: ნუცა ჩხეიძე (სპირიდონის დედა) , კირილე მაჭარაძე (თავადი დავითი) , ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (დავითის ცოლი) , ლევან ხოტივარი (თენგიზი–დავითის შვილი) , პ. ჭყონია (ჯიმშერი–დავითის ძმა) , ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მამასახლისი) , ცეცილია წუწუნავა (მამასახლისის ცოლი) , არკადი ხინთიბიძე (მოქეიფე ახალგაზრდა) , პ. ბარმატოვი (ბრმა) , ლუდმილა ვრუბლიოვსკაია (რევოლუციონერი ქალი) , მიხეილ ქორელი (პროკურორი) , ალექსანდრე ყალაბეგიშვილი (გენერალი) , კოტე ანდრონიკაშვილი , ალექსანდრე კვალიაშვილი , კ. კობიაშვილი , გიორგი ფრონისპირელი , ლილი ყიფიანი , ს. ეპიტაშვილი , ვალერიან გუნია , ალექსანდრე თაყაიშვილი , ვასილ (ვასო) არაბიძე , გიორგი ჯავაშვილი , სეფე ლორთქიფანიძე , ალექსანდრე წითლიძე , ზაალ ტერიშვილი , შალვა ხუსკივაძე

მემკვიდრეობის გამო ძმასთან გაუთავებელი დავის მოსაგვარებლად თავადი დავითი თავის ვაჟს თენგიზს ქალაქში გაგზავნის. თენგიზი ადვოკატისთვის განკუთვნილ თანხას დროსტარებაში გაფლანგავს და დანაკარგის ასანაზღაურებლად თავის საბუთებს ციხიდან გამოქცეულ რევოლუციონერს, ლომიძეს მიყიდის. ლომიძეს შეიპყრობენ და მისი პირადობის დასადგენად საბუთებში აღნიშნულ სოფელს მიადგებიან. არალეგალური ორგანიზაციის მიერ გაფრთხილებული გლეხები რევოლუციონერს არ გასცემენ. გათავისუფლებული ლომიძე საზღვარგარეთ გაემგზავრება.


ფილმი ხელმეორედ გაახმოვანეს 1964 წელს