დაიბადა 1876 წლის 9 ნოემბერს ქ. მილანში (იტალია). 1884 წელს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში მინაწილეობდა შუშის ქარხანაში არსებული სახალხო თეატრის სპექტაკლებში. 1899 წელს შევიდა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში. 1902 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1902-14 და 1917-19 წ.წ. მუშაობდა მსახიობად ქუთაისის თეატრში, 1914-17 და 1920-24 წ.წ. - მოღვაწეობდა თბილისში, შოთა რუსთაველის სახ. თეატრში. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941)