თავადმა ლევან ფანტიაშვილმა ქონება დროსტარებაში გაფლანგა. მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თავადი თანახმაა ვაჭარ ადამ ვარახიძის ქალიშვილზე, ელოზე დაქორწინდეს. ვარახიძე ბედნიერია, რადგან თავადთან დამოყვრებით მაღალი საზოგადოების კარი ეხსნება. მაგრამ საპატარძლოს ეს საქმიანი გარიგება არ მოსწონს, მას სხვა გეგმები აქვს. მაჭანკალ ხანუმასა და ერთგულ მსახურთა დახმარებით ელო თავ-გზას აუბნევს ნიშნობაზე მოწვეულ სტუმრებს და ახალგაზრდა მასწავლებელ ილოსთან დაიწერს ჯვარს.