დაიბადა თბილისში 1881 წლის 17 მარტს (ვასო აბაშიძის ქალიშვილი). განათლება მიიღო პარიზში ედ. შავანიას მუსიკალური დეკლამაციის სასწავლებელში. 1899 წელს ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში. შემდგომ მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში (1921-1925), ჭიათურის თეატრში (1926-1927), მარჯანიშვილის სახელობის თეატრში (1933-1948). საქართველოს სახალხო არტისტი (1943).