ნათელა

მუნჯი / დრამა  

სს "სახკინმრეწვი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 2000 მეტრი, 72 წუთი

გამოშვების წელი: 1926 , პრემიერა: 23.03.1926

 

დამდგმელი რეჟისორი: ამო ბეკ-ნაზაროვი
სცენარის ავტორი: შ. შიშმარევი , ამო ბეკ-ნაზაროვი
დამდგმელი ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
დამდგმელი მხატვარი: ვალერიან სიდამონ–ერისთავი , ფიოდორი პუში
მონაწილეობენ: ნატო ვაჩნაძე (ნათელა) , აკაკი ხორავა (მჭედელი მიქავა) , ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ხითი–მიქავას შეგირდი) , კოტე ანდრონიკაშვილი (ომარ ფაშა) , დიმიტრი ყიფიანი (თავადი ჩიჩუა) , ალისა ქიქოძე (სიდუ–მიქავას სატრფო) , ზაალ ტერიშვილი (ზედამხედველი) , ელენე მაჩაბელი-ჩერქეზიშვილი (ეკატერინე დადიანი–სამეგრელოს დედოფალი) , ქეთევან (კიტი) ჩიკვაიძე (მაია–ეკატერინე დადიანის დისშვილი) , მიხეილ გარაგაშ (დურსუნ–ბეი) , ვასილ (ვასო) არაბიძე (კორძაია) , ნიკოლოზ მამულაშვილი , ილია მამფორია , გარსევან გომართელი , ერასტი ბილანიშვილი , გაიოზ მელიავა

ჯონდოს მჭედელ უტუ მიქავას და, ნათელა უყვარს. თავად დადიანის სასახლის მშენებლობაზე მომუშავე ყმების გამოქომაგებისთვის ჯონდოს დილეგში ჩააგდებენ, ნათელას კი აღმოსავლეთის ბაზარზე, ომარ-ფაშას ჰარამხანაში გაყიდიან. 1857 წელს სამეგრელოში გლეხთა აჯანყება იფეთქებს უტუ მიქავას ხელმძღვანელობით. ომარ-ფაშას ჰარამხანაში გამომწყვდეული ნათელა მსახური ბიჭის დახმარებით ჯონდოს ტყვეობიდან გაათავისუფლებს და მასთან ერთად აჯანყებულებს შეუერთდება. აჯანყება დამარცხდება. უტუს, ჯონდოს და აჯანყების სხვა ორგანიზატორებს ციმბირის გზას გაუყენებენ.