დაიბადა 1936 წლის 23 ივნისს ქუთაისში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1967 წელს მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი (ა.კაპლერას სახელოსნო). 1979 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ მარიონეტების საკონცერტო ანსამბლს. 1981 წლიდან თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია. 1994-1995 წლებში იყო ს. ობრაზცოვის სახელობის სახელმწიფო კომედიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს სპექტაკლები მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და საზღვარგარეთის სხვა თეატრებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს დრამატურგიაში. მიღებული აქვს მონაწილეობა ფერწერასა და გრაფიკაში გამართულ გამოფენებში.საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979). საქართველოს სახალხო არტისტი (1987). სახელმწიფო და სხვადასხვა პრემიების ლაურეატი.

ფილმოგრაფია

დამდგმელი მხატვარია ფილმების: