მდელოზე გაშლილ პატარა სუფრას ტორტიც ამშვენებს. გზის მუშები კახი, ბაადური და გივი პირის ჩატკბარუნებას აპირებენ, მაგრამ საიდანღაც გამოჩენილი კაცი მათ სუფრას ველოსიპედით გადაუვლის. აღშფოთებულ მეგობრებს მილიცია შეიპყრობს და გამოსაფხიზლებელში შეყრის; მალე მუშახელის მისახმარებლად სამივეს ღვინის ქარხანაში გაამწესებენ. მუშაობის დროს მეგობრები ღვინით სავსე ავზში ჩავარდებიან. ტორტის დაგემოვნების ნაცვლად ღვინით გამოთვრებიან.