დაიბადა სოფ. ობჩაში (მაიაკოვსკის რ–ნი) 1936 წლის 26 მაისს. 1963 წელს დაამთავრა ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, სპეციალობით სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი (ო.დიმიტრიადის კლ) და სწავლა განაგრძო მოსკოვში ცნობილ ფრანგ დირიჟორთან იგორ მარკევიჩთან. 1955-57 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირიჟორი; მოგვიანებით კი  მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი (1957-62 წწ). სხვადასხვა წლებში ჯ.კახიძე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1962-71 წწ), მთავარი დირიჟორი (1965-68 წწ) და სამხატვრო ხელმძღვანელი (1982-2002 წწ). 1971-73 წლებში მუშაობდა ქ. ლოძისა და ვარშავის (პოლონეთი) საოპერო თეატრებში. საქართველოს  და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1985), საქართველოს სახელმწიფო და შ. რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი. 1995 წელს მას გადაეცა თბილისის მერიის სპეციალური პრიზი კულტურის დარგში განსაკუთრებული მიღწევებისათვის. 1996 წელს იგი გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. იგი ქალაქ ლოძის (პოლონეთი) საპატიო მოქალაქეა. მისი სადირიჟორო ჯოხი დაცულია იტალიის ქალაქ ბუსეტოს ვერდის მუზეუმში არტურო ტოსკანინის ჯოხთან ერთად. გარდაიცვალა 2002 წლის 7 მარტს.

ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში: