მიდიოდა მატარებელი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 0 მეტრი, 77 წუთი

გამოშვების წელი: 2005

 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი: ბიძინა კალანდაძე , გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: ნუგზარ ნოზაძე
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია
კომპოზიტორი: ნიკა მემანიშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: გაიოზ კიკნაძე
მონტაჟი: პაატა გოძიაშვილი
პროდიუსერი: ზურაბ მაღალაშვილი
მონაწილეობენ: კახი კავსაძე (ლენსტაბერი) , ზაზა პაპუაშვილი (ენვერი) , ნანკა კალატოზიშვილი (ნატო) , რამაზ ჩხიკვაძე (პანტელეიმონი) , ზურაბ ყიფშიძე (გენო, პოეტი) , გივი ბერიკაშვილი (მანდო, რამკიანი ქურდი) , გიორგი (გოგა) პიპინაშვილი (ვართანა) , კახა აბუაშვილი (კაბუ) , ბაადურ წულაძე (მგზავრი) , გივი (გურამ) ფირცხალავა (სამხედროს უფროსი) , ტრისტან სარალიძე (სამხედრო ოფიცერი) , გურამ საღარაძე (ოთარი, მწერალი) , ნანული სარაჯიშვილი (ზეინაბი) , რუსლან მიქაბერიძე (ნიკოლოზი) , ლაურა რეხვიაშვილი (ქეთევანი) , მიხეილ (უმც) ჯოჯუა (ჯუდუ ბიძია) , პაატა მოისწრაფიშვილი (ზურა) , მარინა ალექსანდროვა (ზინა, მატარებლის გამცილებელი) , ქეთი ცხაკაია (ვართანას ცოლი) , მაკა შალიკაშვილი (პანტელეიმონის საყვარელი) , ნატო (ნატუკა) გულისაშვილი (პანტელეიმონის საყვარელი) , გეგი ფალიანი (პოლიციელი) , ბესო ბარათაშვილი (მატარებლის მემანქანე) , ბაჩო დოღონაძე (მემანქანის თანაშემწე) , ეკა ქართველიშვილი (იტალიელი იმპრესარიო) , გიორგი (გია) კორკოტაშვილი (მდევარი)

მატარებელი თბილისიდან ბათუმში მიდის. მეისრის შეცდომის გამო მატარებელი ბათუმის ნაცვლად ჯერ აფხაზეთის საზღვარზე აღმოჩნდება, შემდეგ კი ჭიათურაში. ამ მატარებლით მიემგზავრებიან ათასი ჯურის აფერისტები. ყველას თავისი თავგადასავალი აქვს. ეს არის ჩვენი უახლოესი წარსულის ამბავი, როდესაც საქართველოში გამეფებული იყო კორუფცია, ცხოვრების სტილი იყო მომხვეჭელობა, უკანონოდ ფულის კეთება, გადასახადების გადამალვა, ერთმანეთის გადაგდება და სხვა.