ფილოსოფიური იგავი ბედნიერი ადამიანის მძებნელი უფლისწულის შესახებ, რომელმაც ბევრი იმოგზაურა, მაგრამ ცისქვეშეთში უზრუნველი ვერავინ ნახა. უფლისწული ეზიარა ჭეშმარიტებას, რომ ყოველი ადამიანი მარადიული მოგზაურია და პიროვნებად ცხოვრების ავ-კარგის შეცნობაში ყალიბდება.
გადაღებულია სულხან საბა ორბელიანის იგავარაკების მოტივების მიხედვით.