ადამიანთა სევდა

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 10 ნაწილი, 2534 მეტრი, 94 წუთი

გამოშვების წელი: 1984

 

დამდგმელი რეჟისორი: გოდერძი ჩოხელი
სცენარის ავტორი: გოდერძი ჩოხელი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ლეონიდ კოსმატოვი , ოჰანეს მაგაკიანი
მონტაჟი: როზა ჯიკაევა
მონაწილეობენ: გივი (გურამ) ფირცხალავა , მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე , თამარ სხირტლაძე , ოლია ჯანიაშვილი , ეთერ შოთაძე , ლაურა რეხვიაშვილი , ნანა ჯორჯაძე , ზანდა იოსელიანი , მზია არაბული , დ. თარხნიშვილი , თამარ თეთრაძე , ელენე ყიფშიძე , ნინო ჩხეიძე , ლერი ზარდიაშვილი , აკაკი ჩიკვაიძე , რამაზ იოსელიანი , ლია კაპანაძე , ნუცა მიქელაძე , ლევან (ლეო) სოხაშვილი , კონსტანტინე (კოტე) თოლორაია , ელენე ასლამაზიშვილი , ელგუჯა ბურდული , ლეო (ლევან) ფილფანი , ვლადიმერ (ლადო) ბურდული , აბრეკ ფხალაძე , გურამ პეტრიაშვილი , აბესალომ ლორია , კარლო საკანდელიძე (ბიბღაი) , ტრისტან სარალიძე , ზურაბ (შალვა) ქირიკაშვილი , ირაკლი ტრიპოლსკი

გუდამაყრელი ჩოხელები უცნაური ხალხია - საერთო სახლის აშენებაზე ოცნებობენ. დარდების შემგროვებელიც ჰყავთ – გამიხარდაი. ერთხელ დედაკაცი ამბავს მოიტანს – მეზობელ სოფელში ჩოხელებისთვის საპატარძლოს მიცემაზე უარი უთქვამთ. შეურაცხყოფილი ჩოხელები ქალ-კაციანა აიყრებიან და უარისმთქმელთ ყიჟინით თავს დაესხმიან. დაამარცხებენ და პირობას ჩამოართმევენ – ამიერიდან ჩოხელებისთვის უარის თქმა აღარ გაბედონ. გამარჯვებულებს "ომი" მალე მოსწყინდებათ, ოჯახებს დანატრებულნი, გზად გამიხარდაის შეგროვილ დარდებს მთის წვერზე მჯდომ თეთრნაბადა მოხუცს მიართმევენ გასაქარვებლად. მოხუცი ყველაზე მთავარს – ქვეყნის აღსასრულის მოახლოებაზე საყოველთაო დარდს ამოარჩევს.