დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს ქ.თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი. 1988 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1975-1981 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინო–ტელე ლაბორატორიის რეჟისორად. 1981–1995 იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ და საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეს" რეჟისორი. სხვადასხვა დროს იყო ტელეკომპანია - „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი, ტელეკომპანია „მზის“ ახალი პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სამხატვრო ხელმძღვანელი - ტელეკომპანია „ერთსულოვნებაზე“. დააფუძნა სტუდია „მარაო“ და არის მისი ხელმძღვანელი.