ეს ფილმი ერთი ოჯახის თავგადასავალს გვიამბობს, კავსაძეების ოჯახის - კახის პაპის სანდროსი, მამის დათაშკასი და თვით კახის. ამ ოჯახის ისტორია, ერთი დიდი ქვეყნის ბედია, ქვეყნისა, რომელიც რუკაზე გაქრა და მალე ადამიანთა მეხსიერებაშიც აღარ იარსებებს...
ფილმი გადაღებულია იმერი და კახი კავსაძეების ჩანაწერების მიხედვით
ფესტივალები და პრიზები:
2011
მედიატეკის და "Cine 4 me" - ს პრიზები, მონპელიეს 33-ე საერთაშორისო კინოფესტივალი (საფრანგეთი)
2011
პრიზი საუკეთესო ფილმისთვის, დსთ-ს ქვეყნების მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი
2012
რუსეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო “ნიკა” ნომინაციაში “დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი”. მოსკოვი