დოკუმენტური ფილმი პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების შესახებ. 1921 წელს საქართველოდან ემიგრირებული ქართველი იუნკრებისა და ოფიცრების დიდი ნაწილი მარშალ პილსუდსკის მიწვევით პოლონეთის არმიაში ჩაირიცხა. ქართველი ოფიცრები 1939 წელს ფაშისტური აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ბევრი მათგანი ვარშავის 1944 წლის აჯანყებაში მონაწილეობდა. ასზე მეტი ქართველი ოფიცრისთვის, მათ შორის ექვსი გენერლისთვის, პოლონეთი მეორე სამშობლოდ იქცა.