მარადისობის კანონი

დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2158 მეტრი, 78 წუთი

გამოშვების წელი: 1982

 

დამდგმელი რეჟისორი: ვალერიან კვაჭაძე
სცენარის ავტორი: ნოდარ დუმბაძე
დამდგმელი ოპერატორი: იური კიკაბიძე
დამდგმელი მხატვარი: ჯემალ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ოთარ თაქთაქიშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: დავით კანდელაკი
მონტაჟი: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი
მონაწილეობენ: იმედა კახიანი (ბაჩანა) , გივი ბერიკაშვილი (ბულიკა) , მურმან ჯინორია (მამა იორამი) , რადინ ხელაშვილი (ბაჩანა ახალგაზრდობაში) , ბორის წიფურია (სანდრო მაღლაფერიძე) , მარი (მარინა) ჯანაშია (მარიამი) , იზა გიგოშვილი (მარგო) , ლეო (ლევან) ფილფანი (მანუჩარ კიკვაძე) , მიხეილ ვაშაძე (გამზრდელი ბაბუა) , ვასილ კახნიაშვილი (ბაბუა) , ვარლამ (ვალოდია) წულაძე , ვიქტორ ნინიძე , ნინო ხომასურიძე (ექთანი) , ნანა მამალაძე (ბულიკას ცოლი) , ასკალონ მაგრაქველიძე , ვალერიან კვაჭაძე (ექიმი) , გიორგი თოლორდავა , იოსებ (სოსო) ლაღიძე (მერაბი) , შალვა ჯაფარიძე , რამაზ იოსელიანი , დავით ჩხიკვაძე , ზაზა მიქაშავიძე , როდერ ჩაჩანიძე , აკაკი (კაკო) ბაქრაძე (კოლმეურნეობის თავმჯდომარე) , ნოდარ დუგლაძე , გიორგი (გოგა) პიპინაშვილი , ელგუჯა მარსაგიშვილი , რ. ცხაკაია , შ. ციქურიშვილი , რამაზ შარაბიძე , ლევან ყავლაშვილი , გურამ ბარნაბიშვილი , მერაბ ბერიძე

ცნობილ მწერალს, გაზეთის რედაქტორს ბაჩანა ბრეგვაძეს კარდიოლოგიურ კლინიკაში მწვავე ინფარქტის დიაგნოზით მოათავსებენ. სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე ბაჩანა განვლილ ცხოვრებას იხსენებს, წარსულზე დაფიქრებას, სხვა ავადმყოფებთან ცხოვრების ავ-კარგზე მსჯელობას ბაჩანა ადამიანთა შორის ურთიერთობის მარადიული კანონის შეცნობამდე მიყავს.


გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით