მიზანი

სათავგადასავლო  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 22 ნაწილი, 5852 მეტრი, 211 წუთი

გამოშვების წელი: 1979

 

დამდგმელი რეჟისორი: გენო ხოჯავა
სცენარის ავტორი: ალექსანდრე მანწკავა , გენო ხოჯავა
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე გვასალია
დამდგმელი მხატვარი: ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: თამარ ლობოვა
მონტაჟი: ქეთევან თაღნიაშვილი , ნელი ქრისტესაშვილი , ნუნუ თავბერიძე

შავიზღვისპირა ქალაქში თავმოყრილ სხვადასხვა პარტიულ დაჯგუფებათა ყურადღების ცენტრშია ინგლისური გემი, რომლითაც დენიკინის არმიისთვის ფული, იარაღი და საიდუმლო დოკუმენტები გადააქვთ. ბრიტანული და ადგილობრივი დაინტერესებული წრეების წინააღმდეგ ბოლშევიკების მცირე დივერსიული ჯგუფი იბრძვის, რომლის მიზანია, იარაღი თეთრგვარდიელების ხელში არ მოხვდეს. შეთქმულები გემზე აიპარებიან, კაპიტანს განაიარაღებენ, ფულს ხელში ჩაიგდებენ და გემს დანაღმავენ. დევნას რომ თავი დააღწიონ, დივერსანტები ჭაობების გავლით შეეცდებიან სამშვიდობოს გასვლას. ჯგუფში მოღალატე აღმოჩნდება, რომელიც ფულს გაიტაცებს. შეთქმულების უმეტესობა ჭაობებში დაიღუპება.