კაცია ადამიანი ?!

კომედია  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2504 მეტრი, 90 წუთი

გამოშვების წელი: 1979

 

დამდგმელი რეჟისორი: სიკო დოლიძე , ქეთი დოლიძე
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე , ზაირა არსენიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ მედნიკოვი
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: დავით თორაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ევგენია ბეჟანოვა

თავადი ლუარსაბ თათქარიძე ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მაჭანკალი და მომავალი სასიმამრო ლუარსაბს გააბრიყვებენ და მოწონებული საპატარძლოს ნაცვლად მის გონჯ დას, დარეჯანს შერთავენ. ლუარსაბი ბედს მალე შეეგუება, ცხოვრებას სმა-ჭამასა და კოტრიალში გალევს. ლუარსაბი და დარეჯანი წუთისოფელს ისე მოჭამენ, თავის შემდეგ კვალსაც არ დატოვებენ, უშვილძიროდ გადაეგებიან.