XIX საუკუნის ქართული ქრონიკა

მთავარი icon ფილმები  icon XIX საუკუნის ქართული ქრონიკა

XIX საუკუნის ქართული ქრონიკა

დრამა / იგავი  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 7 ნაწილი, 1824 მეტრი, 67 წუთი

გამოშვების წელი: 1978

 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
სცენარის ავტორი: რეზო კვესელავა , ანზორ ჯუღელი , ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გური (გურამ) შენგელაია
დამდგმელი მხატვარი: ამირ კაკაბაძე , დავით ლურსმანაშვილი
კომპოზიტორი: ვახტანგ კუხიანიძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: კონსტანტინე კუზნეცოვი
მონტაჟი: ნელი დევნოზაშვილი
ფესტივალები და პრიზები:
1979

"ოქროს დუკატი" საუკეთესო რეჟისურისათვის, გერმანიის კათოლიკური ცენტრის ჟიურის პრიზი, "ფიპრუსის" პრიზი და კინოს საერთაშორისო კინოფედერაციის პრიზი, მანჰეიმის (გფრ) საერთაშორისო კინოფესტივალი

XIX საუკუნის მეორე ნახევარი საქართველოში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურებით აღინიშნა... მშობლიურ სოფელში დაბრუნებული სტუდენტი ნიკო ბურნაძე შეიტყობს, რომ უცხოელები ტყის შესყიდვას ცდილობენ. ტყეს და მასთან ერთად წინაპართა საფლავებს განადგურება ემუქრება. ნიკო ტყის გადასარჩენად სხვადასხვა ინსტანციებში იწყებს სიარულს, სოფლის ბედი ჩინოვნიკის ერთ ხელმოწერაზეა დამოკიდებული. ტყის გაყიდვით დაინტერესებული პირები ნიკოს მკვლელებს მიუგზავნიან. საზოგადოებაში უნდობლობა, უიმედობა და მტრობაა გამეფებული.