დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფ ბაშში 1913 წლის 26 თებერვალს. 1928 წელს დაამთავრა ქუთაისის ქალთა მეორე სკოლა. მოწაფეობის დროს მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში. 1930 წელს მიიწვიეს ბათუმის თეატრში. 1932–33 წ.წ. მუშაობდა ჭიათურის, 1933–34 წ.წ. – ფოთის, 1934–37 წ.წ. თელავის თეატრებში.1937 წლიდან კი მოღვაწეობდა თბილისის სანიტარული კულტურის თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1950).