აურზაური სალხინეთში

მთავარი icon ფილმები  icon აურზაური სალხინეთში

აურზაური სალხინეთში

მიუზიკლი  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2265 მეტრი, 82 წუთი

გამოშვების წელი: 1975

 

დამდგმელი რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორი: ზაირა არსენიშვილი , ლანა ღოღობერიძე
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური , ილამაზ (ზურაბ) მეძმარიაშვილი
კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: ლუსია ვარტიკიანი
მონაწილეობენ: ნადეჟდა ხარაძე (მაკრო) , სოფიკო ჭიაურელი (თამრო) , კახი კავსაძე (საშიკო) , ნინო ანანიაშვილი (საშიკოს შვილი) , გეგა კობახიძე (საშიკოს შვილი) , ნ. მალაზონია (საშიკოს შვილი) , ირმა გიგაური (საშიკოს შვილი) , ზურაბ კიკალეიშვილი (რიჩარდი) , მარია ბაუერი (კნაჭა) , მარინე თბილელი (ჭორიკანა) , გურანდა გაბუნია (ჭორიკანა) , ელენე (ლიკა) ჭავჭავაძე (ჭორიკანა) , ნანული სარაჯიშვილი (ჭორიკანა) , ნ. ბერელაშვილი (ჭორიკანა) , სოფიკო მაღალაშვილი (ჭორიკანა) , მაია კაჭარავა (ჭორიკანა) , ე. გურევიჩი (ჭორიკანა) , ს. მაჩაიძე (ჭორიკანა) , ს. გრიგორიადისი (ჭორიკანა) , დიმიტრი თაყაიშვილი (ესტატე) , ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ზორბა) , გიორგი გეგეჭკორი (დათიკო) , გია ავალიშვილი (ვიტია) , ჯემალ ღაღანიძე (არჩილი) , ზოზო (იასონ) ბაქრაძე , ვასილ ჩხაიძე , ბაადურ წულაძე , დავით პაპუაშვილი , ქეთი ალექსი-მესხიშვილი

ქალაქ სალხინეთში რესტორნების, სახინკლე-სამწვადეების, სმა-ჭამის კულტია გამეფებული. ხალისით იმართება ჩაქაფულის, ხაშლამის და სხვა კულინარიული კონკურსები. ცნობილი მომღერალი ქალი მაკრო გადაწყვეტს, ღორმუცელების ქალაქს სულიერების სხივი მოფინოს და საჩუქრად სურათების ძვირფასი კოლექცია გადასცეს. სურათების გამოსაფენად რესტორნის ახალაშენებულ შენობას შეარჩევს, მაგრამ რესტორნის პატრონებს შენობის დათმობა არ სურთ. მაკრო ეშმაკობით მოახერხებს მოწინააღმდეგეთა დაყოლიებას და სალხინეთელები სურათებს ახალ მუზეუმში გადაზიდავენ.