დაიბადა თბილისში 1963 წლის 28 მარტს. ბალეტის შესწავლა დაიწყო 10 წლის ასაკიდან, ხოლო 1977 წელს მეცადინეობას გააგრძელა მოსკოვში რაისა სტრუჩკოვას ხელმძღვანელობით. 1981 წელს ჩაირიცხა მოსკოვის დიდი თეატრის ბალეტის დასში. დიდი თეატრის სოლისტი, შემდგომ პრიმა ბალერინა 1993 წელს გახდა ამერიკის საბალეტო თეატრის მთავარი მოცეკვავე, ხოლო 1999 წელს ჰიუსტონის ბალეტის მოცეკვავე. 2004 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელია. საქართველოს სახალხო არტისტი (1989), რუსეთის სახალხო არტისტი (1995).