ლევან ხიდაშელი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 9 ნაწილი, 2343 მეტრი, 85 წუთი

გამოშვების წელი: 1973

 

დამდგმელი რეჟისორი: ვახტანგ ტაბლიაშვილი
სცენარის ავტორი: გურამ ფანჯიკიძე , ვახტანგ ტაბლიაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მონტაჟი: ქეთევან თაღნიაშვილი
მონაწილეობენ: ვიქტორ კოღოშვილი (ლევან ხიდაშელი) , ზაზა მაჩაბელი (მიხეილი) , დიმიტრი მჭედლიძე (ქარხნის დირექტორი) , იაკობ ტრიპოლსკი (ედიშერ ხუნდაძე) , თამაზ გამყრელიძე (არჩილი) , მალხაზ ბებურიშვილი (ლექსო) , ლალი ბადურაშვილი (მარინე) , ლიანა ასათიანი (თინათინი) , ლეილა ყიფიანი (ნათია) , ანდრო ხიდაშელი (პლატონი) , გია ფერაძე (გოგია) , გივი თოხაძე (ცვლის უფროსი) , იოსებ (სოსო) ლაღიძე (ლევანის ამხანაგი) , მალხაზ გორგილაძე (რევაზი) , ნოდარ მგალობლიშვილი (ვაჟა) , ჯემალ სიხარულიძე , გივი ხახიძე , თეა (ნათელა) გაბუნია , რუსუდან მაღრაძე , ნელი ბადალაშვილი , რ. ირემაძე , ჯემალ მაზიაშვილი , ირაკლი ქოქრაშვილი , ივანე საყვარელიძე , ნოდარ ფირანიშვილი , რევაზ თავართქილაძე , ქართლოს მარადიშვილი , მერი ერგნელი-ყიასაშვილი , ვ. ჯულუხაძე , ზ. ამონაშვილი , თ. დვალი , გ. გავაშელი , ნონა მაღალაშვილი , თ. ელიავა , გ. კობიაშვილი , იმედა კახიანი , გიორგი ჟუჟუნაშვილი

ინჟინერ ლევან ხიდაშელს უნდა ფოლადის დნობის ნოვატორული ხერხები, რომლებსაც რუსეთის ქარხნებში გაეცნო, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაშიც დანერგოს. ავტორიტეტს სწრაფად მოიხვეჭს, მეგობრებს შეიძენს, მაგრამ მალე ყველა მიხვდება, რომ ხიდაშელი პირადი კეთილდღეობისთვის უკან არაფერზე დაიხევს. ის არ მალავს, რომ როგორც კი საამქროს უფროსად დანიშნავენ, დისერტაციას დაიცავს და ქარხანაში მუშაობას კარიერისთვის გამოიყენებს. ხიდაშელი ნათიას მიატოვებს და მინდაძეების ქალიშვილზე დაქორწინდება, თუმცა მასაც მალე გაეყრება. როდესაც ამხანაგები ზურგს შეაქცევენ, ლევანი მიხვდება, რომ ღირსება, მეგობრობა და სიყვარული კარიერას ანაცვალა და მარტოობის გრძნობა დაეუფლება.


გადაღებულია გურამ ფანჯიკიძის რომან "მეშვიდე ცის" მიხედვით