მზე შემოდგომისა

ლირიული დრამა  

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2472 მეტრი, 88 წუთი

გამოშვების წელი: 1973

 

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) თაბუკაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვარი: ნოშრევან ნიკოლაძე
კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ალექსანდრე გალპერინი
მონტაჟი: ჯულიეტა წოწონავა
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე
მონაწილეობენ: მედეა ჯაფარიძე (ეკა) , ოთარ მეღვინეთუხუცესი (ვახტანგი) , სესილია თაყაიშვილი (თამარი) , გივი ბერიკაშვილი (პლატონი) , ვასილ კახნიაშვილი (პაპუნა) , გურანდა გაბუნია (პლატონის მეუღლე) , კახი კავსაძე (სამსონი) , ლევან ჩოლოყაშვილი (ზურიკო) , ლადო გუდიაშვილი (სტუმარი) , ელენე ახვლედიანი (სტუმარი) , გიორგი საღარაძე (ბიძინა) , ოთარ კობერიძე (მუზეუმის დირექტორი) , თამარ ციციშვილი (სტუმარი) , გიორგი გელოვანი (მხატვარი) , მალხაზ ბებურიშვილი (ყვავილების მხატვარი) , ნოდარ ფირანიშვილი (გოგი) , გრიგოლ ქსოვრელი , ირაკლი (ჯანო) ბაგრატიონი , შოთა სხირტლაძე (პურისმცხობელი) , ამირან ბუაძე , ირაკლი ქოქრაშვილი , არჩილ ახვლედიანი , ელენე ყიფშიძე (ეკას მეზობელი) , ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ტაქსის მძღოლი) , ელგუჯა ბეჟუაშვილი

ვახტანგი ნიჭიერი მხატვარია, მაგრამ ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა აიძულებს ნიჭი ყვავილების უგემოვნო ასლების ხატვას შეალიოს. ვახტანგის მეუღლე ეკა ქმრის მივლინებაში ყოფნით ისარგებლებს, კეთილმოწყობილ ბინას სასწრაფოდ გადაცვლის ძველ ბინაზე ორთაჭალის კოლორიტულ უბანში და დაბრუნებულ მეუღლეს შემოქმედებითი მუშაობისთვის იდეალურ პირობებს დაახვედრებს. გაოგნებული ვახტანგი აღიარებს, რომ ახლა შემოქმედებაში ხელს აღარაფერი შეუშლის.