ფერისცვალება

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2271 მეტრი, 83 წუთი

გამოშვების წელი: 1968

 

დამდგმელი რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორი: ლანა ღოღობერიძე , ნანა ხატისკაცი
დამდგმელი ოპერატორი: ნიკოლოზ სუხიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: ნოდარ მამისაშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მონტაჟი: სოფიო არაქჩევა

რეჟისორი გივი და მისი მეგობრები მკვლელობის უნებლიე მოწმენი გახდებიან. ბუნებით გულისხმიერი გივი კრიტიკულ სიტუაციაში სხვისი უბედურების მიმართ სრულიად გულგრილი აღმოჩნდება და ახალგაზრდის გადასარჩენად არაფერს იღონებს. სინდისი ქენჯნის, ვეღარ აგრძელებს მუშაობას სპექტაკლზე, რომელიც ადამიანის გულგრილობისა და ეგოიზმის წინააღმდეგ არის მიმართული, თვლის, რომ უფლება დაკარგა საზოგადოებას პიესაში გამოხატული მაღალი მორალის ენით ესაუბროს.